თბილისში 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა

თბილისში 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა

200-მა დევნილმა ოჯახმა „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და ვარკეთილის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და ბინების გასაღებები გადასცეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

„მხოლოდ „თბილისის ზღვის ახალ დასახლებაში“ ბინა 630-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 200 ოჯახს გასაღებები დღეს გადავეცით და მათ დღესვე შეუძლიათ ახალ ბინებში გადმოსვლა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, მთლიანობაში, თბილისის მასშტაბით, ახალი ბინა 1800-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. მხოლოდ თბილისში 29 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. ეს პროცესი გრძელდება და ძალიან მალე ყველა გაჭირვებულ ოჯახს თავშესაფარი ექნება. ბინების განაწილების კრიტერიუმები, არის შემდეგი, ვხურავთ ნგრევად ობიექტებსა და იმ ობიექტებს, რომლებზეც ადმინისტრაციული დაპირებები არსებობს და პირველ რიგში, ვაკმაყოფილებთ ყველაზე მაღალი ქულების მქონე დევნილ ოჯახებს.

ვცდილობთ ბინები სამივე მიმართულებით თანაბრად გავანაწილოთ. ბინები არის გარემონტებული, შეყვანილია გაზი, დენი, გაკეთებულია გამრიცხველიანება და დასრულებულია რემონტი. რაც მთავარია, კეთილმოწყობილია გარემო. ამ დასახლებაში მალე იქნება ძალიან ბევრი დასაქმების საშუალება, რადგან შენდება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და უამრავი სხვა ობიექტი, რაც ადამიანებს შანსს აძლევს, რომ სამუშაო ამავე ტერიტორიაზე იშოვონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი, 48 კი სამოთახიანი.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები