შშმ ბავშვის მშობელს, რომელიც კანცელარიასთან შიმშილობდა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვდებიან

შშმ ბავშვის მშობელს, რომელიც კანცელარიასთან შიმშილობდა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვდებიან

შშმ ბავშვის მშობელი ,რომელმაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობა დაიწყო, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში "აიპრესს" განუცხადეს, ნათია ლომიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენლები ხვდებიან. 

ცნობისათვის, ნათია ლომიძემ „აიპრესთან“ განაცხადა, რომ მისი შვილისთვის არანაირი სერვისი არ არსებობს, ახლა კი ბავშვთა ფსიქიატრიულს, რომლითაც მისი შვილი ხშირად სარგებლობს, დახურვა ემუქრება: 

"ყველანაირი სერვისი შეუწყვიტეს საბას, არაფერი მისთვის არ არსებობს, სახლშია 2 წელია გამოკეტილი. ახლა კიდევ ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკას ემუქრება დახურვა. გამოგვიტანა სახელმწიფომ სასიკვდილო განაჩენი, ასე გამოდის. ამ კლინიკის საკითხთან დაკავშირებითაც ვაპროტესტებ და საერთოდ ვაპროტესტებ იმიტომ რომ ყველანაირი პრობლემა ერთად მაქვს, პირველ რიგში საბასთან დაკავშირებული პრობლემა, ბინის პრობლემა, საბას უკვე ისე ჩამოუყალიბდა ქცევა, ფიზიკურად ვეღარ ვიჭერ, უმართავი ხდება და ბოლო პერიოდში სულ ფსიქიატრიულში ვართ, ერთი კვირა გამოვიყვან, მერე გამოკეტილ სიტუაციაში იგივე ქცევები ეწყება და ასე."

11 წლის საბას ამბავი - რას სთავაზობს სახელმწიფო ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვებს

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები