ქარელში, მასწავლებლის მიერ 9 წლის მოსწავლის ცემის ფაქტი არ დასტურდება

ქარელში, მასწავლებლის მიერ 9 წლის მოსწავლის ცემის ფაქტი არ დასტურდება

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩვენ სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლე ცემა, ტყუილია, - ამის შესახებ "აიპრესთან" ქარელის №2 სკოლის დირექტორმა ლია ყიფიანმა განაცხადა. 

როგორც "აიპრესთან" სკოლის დირექტორი აცხადებს:

"აბსოლუტური შოკი მივიღეთ მთელმა პედაგოგიურმა კოლექტივმა. რაც გავრცელდა "ფეიბუქზე" ჩვენთვის მორალური შეურაცხყოფა. დღეს დილიდან ვარკვევთ ამ ინფორმაციას. შეგიძლიათ ოჯახის წევრებს გაესაუბროთ და ყველაზე უკეთესად ისინი დაახასიათებენ კლასის დამრიგებელს. 

დღეს სკოლაში ჩვენი მოსწავლის ბიცოლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ბაშვის დედა ძალიან შეწუხებულია, ნათელა დამრიგებელს როგორ შეხვედი თვალებშიო. მთელი დღეა ვარკვევთ რა მოხდა ბავშვებს  შორის სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ.

მოსწავლემ რამდენიმე დღე გააცდინა და დამრიგებელმა სახლში მიაკითხა, იქ გაიგო, რომ ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა ოჯახმა", - განაცხადა სკოლის დირექტორმა. 

"აიპრესი" ქარელის №2 სკოლის 9 წლის მოსწავლის ოჯახს დაუკავშირდა, სადაც მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი არ დაგვიდასტურეს. მათი ინფორმაცით, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვებს შორის ინციდენტი მოხდა, რაც ყველგან ხდება. 

"ტყულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია. არანაირი მასწავლებლის მიერ ცემის ფაქტი არ ყოფილა. ცრუ ინფორმაცია ვინ გამოაქვეყნა ნამდვილად არ ვიცით. გაოგნებული დავრჩით ეს ინფორმაცია "ფეისბუქზე" რომ ვნახეთ. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს მასწავლებლებმა გარკვეული თანხის სანაცვალოდ გაჩუმება შესთავაზა...

ვინ მოგაწოდათ ეს ცრუ ინფორმაცია?! არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ბავშვი არავის უცემია. ჩვენც გაკვირვებული ვართ და გვაინტეესებს ვინ გაიტანა და გაავრცელა ეს ტყუილი. არანაირი თანხის შემოთავაზება, არანაირი ცემა არ ყოფილა. ვის რაში დაჭირდა ამის გავრცელება არ ვიცი. 

"აიპრესის" ინფორმაციით ბავშვებს შორის ინციდენტი  მოხდა, რის გამოც 9  წლის გოგონა იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მოხვდა...

ეს ქუჩაში ბავშვებს შორის მოხდა, მაგრამ ამაზე სკოლის მასწავლბელი პასუხისმგებელი არ არის. სკოლის გარეთ, მოსწავლე სახლში რომ მიდის მასწავლებელი მას ხომ ვერ გაყვება?! ბავშვებს შორის წაკინკლავება ხდება ხოლმე, მაგრამ ამაში მასწავლებელი დამნაშავე არ არის.

ავტორი: ირმა მესხია

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები