"ნაციონალური მოძრაობა": ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია

"ნაციონალური მოძრაობა": ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბათუმში,  ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთებული განცხადება არ გამოხატავდა პარტიის პოზიციას. როგორც პარტიისპრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხულია. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ- ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია",-აღნიშნულია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

ცნობისათვის, ჩხვირკვიამ, ბათუმში, ნიღბიანებთან ერთად სპეციალური განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა.

ჩხვირკიამ მოითხოვა, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა. ის არეულობაში მონაწილეების სახელით ითხოვს შს მინისტრთან შეხვედრას და მისგან აღნიშნული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღებას. მან ხელისუფლებას 1,5 საათი მისცა და პირობა დადო, რომ ამ დროის განმავლობაში ქვების სროლა არ გაგრძელდება.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები