სუბარი: როცა პრეზიდენტს გაუგებარი ინიციატივებით პიარის გაკეთება უნდა, ხელს ვერავინ შეუშლის

სუბარი: როცა პრეზიდენტს გაუგებარი ინიციატივებით პიარის გაკეთება უნდა, ხელს ვერავინ შეუშლის

ლტოლვილტა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით ყველა საქმიან შეხვედრაზე, რომელშიც პრეზიდენტი მონაწილეობს, უმრავლესობის წევრებიც იღებენ მონაწილეობას.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციასთან დაკავშირებით გაუგებარი ინიციატივებით გამოდის.

"პრეზიდენტთან თანამშრომლობა ხდება კონსტრუქციულ რეჟიმში. პრეზიდენტს ჰქონდა შეტავაზება მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. მან აირჩია სხვა გზა. მან აირჩია შეხვედრები გარკვეულ პარტიებთან. ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. მისი უფლებაა, მისი ნებაა. მაგრამ როცა ლაპარაკია კონკრეტული მოდელის განხილვაზე, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კომისია. თუ მას აქვს ინტერესი, სწორედ მის ფარგლებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რმო მე არ მესმის რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაშიო, რაში გვჭიერდება კომისიაო, პარალელურად იწვევს ადამიანებს შეხვედრაზე და მას ამთხვევს სასესიო დღეს, გაუგებარია, რა მიზანი აქვს მას.
როდესაც ლაპარაკია საქმიან შეხვედრებზე, მაგალითად უშიშროების საბჭო, იქ ყველა მიდის. როდესაც მას უნდა, პირადად ჩემთვის, გაუგებარი ინიციატივებით ქულების ჩაწერა, პიარის გაკეთება, შეუძლია გააკეთოს, ვერავინ სეუშლის ხელს. ამის მონაწილე ვერ გახდება ვერც ერთი ადამიანი, ვისაც ამის სურვილი არ აქვს",- განაცხადა სუბარმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები