გიორგი გახარია: Aerosmith-ის შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იქნება

გიორგი გახარია: Aerosmith-ის შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იქნება

"52 მილიონი არის ტურიზმის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი და არა Check in-ის. Chek in-ის იქნება კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე შარშანდელი და დიდი ალბათობით, შემცირდება. არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შევამცირებთ, არამედ გავხდით მათ უფრო ეფექტურს",- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, Aerosmith-ის შემთხვევა იქნება ბოლო, როდესაც სახელმწიფო მსგავსი კონცერტის მოწყობაში სრულ მონაწილეობას იღებს.

"Aerosmith-ის კონცერტის შემდეგ დაგეგმილია დღეების მიხედვით კონცერტების რაოდენობა, რომელიც იქნება გატენდერებული. ძალიან კარგი და მომხიბვლელი პირობებით, რათა სხვადასხვა სააგენტომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. აქედან გამომდინარეობს, რომ ზუსტი გრაფიკი არ არის. მჯერა, გაკვირვებულები იქნებით, რამდენად ეფექტირად იქნება რესურსი გამოყენებული.

არ იქნება სახელმწიფოს 100%-იანი მოანწილეობა. Aerosmith-ის შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობაა მსგავსი კონცერტების მოწყობაში",- აღნიშნა გახარიამ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები