სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს
14 / 03 / 2017 16:35

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრისა გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ვაკანსია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და ის არაანაზღაურებადია.

მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც დასამტკიცებლად მინისტრს წარედგინება. საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს არასამთავრობო ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიულად დამოწმებული სახით, წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.

აღნიშნული დოკუმენტების და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, სატელეფონო ნომრებზე - (+995 32) 231 27 47 (7420), საბუთები 2017 წლის 21 მარტს 18:00 საათის ჩათვლით მიიღება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება