პრემიერი: უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

პრემიერი: უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლასთან დაკავშირებით, საბაჟო კონტროლის სისტემაში სპეციალური ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ამოქმედდება სპეციალური პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტის დროს გააკონტროლებს.

"ჩვენ სპეციალურ ცვლილებებს ვახორციელებთ საბაჟო კონტროლის სისტემაში. იუსტიციის სამინისტრომ შსს-სთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, როდესაც დღეს ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ანუ, ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას, საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე, როდესაც ადამიანი მიემგზავრება ევროპის მიმართულებით, იმ სამი თვის გასვლის შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის პროცედურებით, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი, და ინფორმირება მოხდება იუსტიციის და შს სამინისტროების, რომ ესა თუ ის პიროვნება ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში.

სწორედ ამ დროს ჩვენ ცირკულარულად გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და პროაქტიულად ჩვენი მხრიდან დავიწყებთ მოძიებას ამ ადამიანის, იმისათვის, რომ მიეწოდოს ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, და მოხდება რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა სახელმწიფო დააფინანსებს ამ ხარჯებს, ხოლო შემდგომში თვითონ ამ ვადის დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი. ეს მინდა ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა, და ჩვენთვის მინშვნელოვანია, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს საბაჟო სისტემაში, ჩვენ დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, რომელსაც ეხება უვზო მიმოსვლა, და თვითონ ამ ქვეყნის შიდა პროცედურები დაიწყებენ ამ პიროვნებების მოძიებას და მათ რეადმისიის პროცედურას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მაქსიმალურად გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რადგან თავშესაფრის მოთხვონა ძალიან ბანალური მიზეზებით ნაკლებად იყოს შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები