გახარია: ზოგი სამინისტრო ისეთ ლოკაციაზეა, სადაც ჯობს, იყოს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო

გახარია: ზოგი სამინისტრო ისეთ ლოკაციაზეა, სადაც ჯობს, იყოს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია სამინისტროების ორთაჭალში გადატანის ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ საუბარია გეერგეს გამოცხადებაზე, რაც საკითხის შესწავლას გულისხმობს. მისი თქმით, ეს პირველ რიგში, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის კეთდება.

"თუმცა, ეს არის ხარჯების ოპპტიმიზაციის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. მეორე, ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ. არის ბევრი სამინისტრო, რმოელიც ისეთ ლოკაცუიაშია განტავსებული, სადაც ჯობს, იყოს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქისა ეკონომიკასა და ტურისტების მიღებას შეუწყობს ხელს.

ამოსავალი წერტილი გახლავთ ხარჯების ოპტიმიზაცია. იმ შმთხვევაში, თუ გეერგე დაადასტურებს, რომ ეს იქნება საინტერესო, როგორც ეკონომიკუყრად, ასევე სივრცითი მოწყობის ფარგლებში, ძალუიან კარგი იქნება.

გეერგე ნიშნავს იდეის შესწავლას. ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ოპტიმიზირების",- განაცხადა გახარიამ.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ორთაჭალაში გადასვლა იგეგმება. შესაძლოა რამდენიმე სამინისტრო გამონაკლისი იყოს.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები