სერგეენკოს პასუხი IDFI-ს: დახმარება ბიუჯეტზეა დამოკიდებული და არა თქვენი ან ვინმეს სურვილზე

სერგეენკოს პასუხი IDFI-ს: დახმარება ბიუჯეტზეა დამოკიდებული და არა თქვენი ან ვინმეს სურვილზე
23 / 03 / 2017 16:09

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი IDFI-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

"რაც შეეხება მრავალშვილიან დედებს ან რეგიონების მიხედვით გადანაწილებულ სიკეთეებს რამდენიმე ეშელონს მოიცავდა. ერთ-ერთია 2014 წელს დაწყებული მესამე და შემდგომ შვილზე დახმარება იმ რეგიონებში, სადაც უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი იყო. ეს არის სწორედ მიზნობრივი დემოგრაფიული პროექტი, რომელიც მიმართულია ამ მხრივ მოწყვლადი რეგიონებისთვის. ამის გარდა, რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა მრავალშვილიანი დედების დახმარების კომპონენტი. სოციალურ პოლიტიკაში მრავალშვილიანი დედა სარგებლობს უფრო მეტი პრივილეგიებით, ინდიკატორებით ამ თუ იმ სოციალურ პროექტში გადანაწილებისთვის.

რაც შეეხება იმას, რომ ეს გავრცელდეს უფრო მეტად მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არ არის მხოლოდ IDFI-ის ან ვინმეს სურვილზე, ეს დამოკიდებულია ბიუჯეტზე",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

IDFI-ის მიერ ინფორმაციით, გაეროს კვლევის მიხედვით, თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება. IDFI-მ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები წარმოადგინა. IDFI-ში მიაჩნიათ, რომ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე ბავშვის დახმარების სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება