განსაკუთრებული რისკის პატიმრებს, შესაძლოა, წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭოთ

განსაკუთრებული რისკის პატიმრებს, შესაძლოა, წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭოთ

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს, შესაძლოა, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭოთ. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის სესიაზე დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წარადგინა.

კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლის მიზანია მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნება.

„განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს ხანგრძლივი პაემნის სერვისი არ არის. ვფიქრობთ, ეს არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც მაღალი რისკი დაუდგინდათ, საჭიროა მათ ჰქონდეთ ოჯახთან კომუნიკაციის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის საშუალება. ამიტომ, გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომ განსაკუთრებული რისკის პატიმრებს მიენიჭოთ წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნის უფლება“, - განაცხადა მინისტრმა.

კახა კახიშვილის თქმით, მსგავსი კატეგორიის პატიმრებისთვის გათვალისწინებული იქნება წელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი და დამატებით კიდევ ერთი წახალისების მიზნით.

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კიდევ არაერთ სიახლეს ითვალისწინებს მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების, მათი უფლებების რეალიზაციისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო სიახლეებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული ხდება ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლით და პირველადი მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარითაც უზრუნველყოს.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები