"წითელი ნუსხით" დაცულ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

"წითელი ნუსხით" დაცულ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

არჩვი (Rupicapra rupicapra) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქემ მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა. მას  და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს სანადირო თოფები ჩამოერთვათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები