დოლიძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილგონიერების და კანონმროჩილების

დოლიძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილგონიერების და კანონმროჩილების

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეები იქნებიან კანონმორჩილები და გაითვალისწინებენ ყველა იმ წინაპირობას, რომელიც საქართველოს მთავრობა აწვდის მოქალაქეებს.

"მინდა ვთხოვო ყველას არ დაარღვიოს 180 დღის განმავლობაში 90 დღიანი ვადა ევროკავშირის და შენენის ზონაში ყოფნის. არ მოხდეს რაოდენობისა და რიცხვოვნობის ზრდა განასაკუთრებით თავშესაფრის მაზიებლების. საქართველო შეყვანილია ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში ეს ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებლების მინიმალიზება მოხდება ერთის მხრივ.

მეორე მხრივ მათაც ვთხოვოთ გაითვალისწინონ ყველა ის კრიტერიუმი, ყველა ის წინაპირობა რასაც მე ვფიქრობ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ზედმიწევნით და დეტალლურად აწვდის ჩვენს მოსახელობას, რათა ცნობიერება იქნეს ამაღლებული ბოლომდე. საქართველოს მოქალაქეების კეთილგონიერების და კანონმროჩილების ძალიან დიდი იმედი მაქვს. დიდი იმედი მაქვს და საერთოდ დიდი წარმოდგენის ვარ საკუთარ თანამოქალაქეებზე", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები