მარიამ კორკოტაძე: იმედი გამიჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის სერვისს რეგიონებშიც შექმნიან

მარიამ კორკოტაძე: იმედი გამიჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის სერვისს რეგიონებშიც შექმნიან

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც საკუთარი შვილების მერიის პროგრამის მიღმა დარჩენას აპროტესტებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი შეხვდა. 

როგორც ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" მარიამ კორკოტაძემ "აიპრესს" განუცხადა, პრობლემის შესახებ სრული ინფორმაციას არ ჰქონდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელს. მარიამ კორკოტაძე ამბობს, რომ ნატალია ჯალიაშვილი პრობლემით დაინტერესდა.

"საუბარი იყო რეგიონების განვითარებაზე. ამ შეხვედრიდან ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სერიოზულად დაიწყება მინისტრების დონეზე ამაზე მუშაობდა, რომ რეგიონებში სერვისები შეიქმნას.  რეალურად ნატალია ჯალიაშვილმა ეს დეტალები არ იცოდა, ჩვენ რომ ვუთხარით რა პრობლემა გვაქვს, სერვის პროვაიდერებთან დაკავშირებითაც, ძალიან დაინტერესდა და გამიჩნდა იმედი, რომ სერიოზულად შეიძება მოხდეს რეგიონებში კადრების გადამზადება და ამ სერვისების შექმნა. ვნახოთ, რა იქნება",-აცხადებს მარიამ კორკოტაძე. 

მისივე თქმით დააფინანსებენ თუ არა პროგრამის მიღმა დარჩენილ ბავშვებს დღეს გაირკვევა. მშობლები მათ მოთხოვნაზე პასუხს მთავრობის ადმინისტრაციასთან ელოდებიან. მარიამ კორკოტაძის თქმით, თუ პასუხი დადებითი არ იქნება,  მშობლები შიმშილობას დაიწყებენ.

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია მერიის წინ  20 მარტს გამართეს. მაშინ მათი მოთხოვნა 36 ბავშვის მერიის პროგრამაში ჩართვა იყო. 36 ბავშვიდან დღეისათვის პროგრამის მიღმა 10 ბავშვი რჩება. 


 

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები