მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ჩანაწერის შენახვის ვადა გაიზარდა

მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ჩანაწერის შენახვის ვადა გაიზარდა

სასჯელღასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა.

შესაბამისი ცვლილება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

აქამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში იწერებოდა, ხოლო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას, ახალი ინფორმაციის ჩაწერა უკვე არსებული ინფორმაციის წაშლის ხარჯზე ხდებოდა. ამასთან, ჩაწერილი მასალის შენახვის ვადა არანაკლებ 24 საათი იყო.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები გადაიარაღდა, რის შედეგადაც ჩაწერილი მასალის შენახვის ვადად არანაკლებ 120 საათი განისაზღვრა.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო პროცესის წარმართვას.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები