"საქართველო, კეთილი მგზავრობა!"- საქართველოს მსოფლიო ლიდერები უვიზო რეჟიმს ულოცავენ

"საქართველო, კეთილი მგზავრობა!"- საქართველოს მსოფლიო ლიდერები უვიზო რეჟიმს ულოცავენ

დღეს, 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში ულოცავენ მსოფლიოს ლიდერები. 

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ვიდეო მიმართვით მიულოცა. „ძვირფასო მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველები იწყებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ყოველივე ეს ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ, რეგიონისთვის სამაგალითოა. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით“, - აღნიშნულია მიმართვაში.

დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ასევე მიულოცა Twitter-ის ოფიციალური გვერდიდან: „ევროპისაკენ ქართველი ხალხისთვის გზა ხსნილია! საქართველო, კეთილი მგზავრობა! გილოცავთ!”.

ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის ამოქმედება სოციალური ქსელებით მიულოცა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა. მისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია: „გილოცავ, საქართველო, ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას! ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებას!“

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს მოსახლეობას ასევე ულოცავს ვიდეო მიმართვით: „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ეს დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ნადვილად დამსახურებულია. დღეიდან ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საქართველოს ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში. საქართველო არის ევროპა."

„საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დღეიდან ამოქმედდა! მოხარული ვარ ეს დღე მივულოცო ქართველ ხალხს!“, - აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის Twitter-ზე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო უალსტრომი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს - „გილოცავ, საქართველო, შენგენის ზონაში დღეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. მეტ კონტაქტს მოაქვს ურთიერთობების გაღრმავება. გილოცავთ საქართველოს!“.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს და მის მოქალაქეებს ულოცავს სავიზო რეჟიმის გაუქმებას - „გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას დღეს. დატკბით ევროპით!“.

საქართველოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას twitter-ზე ეხმაურება ევროპარლამენტარი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელიმარია გაბრიელიც.

“ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეიდან შეუძლიათ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობა“ - წერს გაბრიელი.

სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდების მეშვეობით საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავენ ევროპის კომისია და ევროკავშირის საბჭო, ესტონეთის, ლატვიის, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, უკრაინის უმაღლესი რადა, ლიტვის სეიმი და ევროპარლამენტარები.

8 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.

საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საწყისი თარიღის აღსანიშნად, დღეს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართველ სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი რეისით ევროპაში გაემგზავრა.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები