მარიამ კორკოტაძე: გელა ჩივიაშვილმა ფარულად ჩაგვწერა, ჩვენი უფლება დაარღვია!

მარიამ კორკოტაძე: გელა ჩივიაშვილმა ფარულად ჩაგვწერა, ჩვენი უფლება დაარღვია!
28 / 03 / 2017 18:58

ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი მარიამ კორკოტაძე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებთან ერთად პროგრამის გარეთ დარჩენილი 10 ბავშვის დაფინანსებას ითხოვს, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. 

"მერია უარს ამბობს 10 აუტიზმის მქონე ბავშვის დაფინანსებაზე! გელა ჩივიაშვილი ბრალს გვდებს მშობლებს, თითქოს ჩვენ შევთავაზეთ 2 წლიანი მოცდის პერიოდი. როდესაც ეთერში დავრეკე და ეს ვუარვყავი, მან თქვა რომ თურმე ჩვენი ხმები ჩაუწერიათ და ისე, რომ ჩვენ არ გაგვაფრთილეს. ანუ ფარულად ჩაგვწერა, ჩვენი უფლება დაარღვია.

აუცილებლად გამოაქვეყნოს ეს ჩანაწერი სრულად და ყველას მოასმენინოს როგორ ამბობს, რომ ერთი თვის წინ გადმოწერილი ბავშვისთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დააფინანსოს. ასევე, ჩვენს პირად ინფორმაციებს როგორ იძიებდა და ა.შ.
ველოდებით ჩანაწერის გამოქვეყნებას.

ჩვენ ვრჩებით კანცერალიასთან და ვიწყებთ შიმშილობას!",-წერს მარიამ კორკოტაძე სოციალურ ქსელში. 

მას შემდეგ რაც "რეალურ სივრცეში" გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ბავშების მომლოდინეთა სიაში ჩასმის ინიციატივა მშბობლებს ეკუთვნოდათ, პირდაპირ ეთერში მარიამ კორკოტაძემ დარეკა და ეს ინფორმაცია უარყო. გელა ჩივიაშვილმა კი განაცხადა, რომ მათ საუბრის ჩანაწერი აქვთ.

"ახსენა რომ არ ყოფილა შემოთავაზება, ჩვენ ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო და ჩვენ გვაქვს აუდიოჩანაწერი და თუ საჭირო გახდება ამ აუდიოჩანაწერს ვანახებთ, რომ ეს შემოთავაზება იყო",-განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. 

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მერიის პროგამაში საკუთარი შვილების ჩართვას ითხოვენ.  მათ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი შეხვდა. ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძვანელი მარი კორკოტაძე განმარტავს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო რეგიონებში მსგავსი სერვისის განვითარებაზე, რაც შეეხება მომლოდინეთა სიაში ბავშვების ჩასმას, მარიამ კორკოტაძე ამბობს, რომ "ბავშვებს დასაკარგი დრო არ აქვთ". 

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია მერიის წინ 20 მარტსაც გამართეს. მაშინ მათი მოთხოვნა 36 ბავშვის მერიის პროგრამაში ჩართვა იყო. 36 ბავშვიდან დღეისათვის პროგრამის მიღმა 10 ბავშვი რჩება. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება