კორკოტაძე: თბილისში გადმოწერილი აუტიზმის მქონე ბავშვების დასაფინანსებლად 3 ვარიანტს გვთავაზობენ

კორკოტაძე: თბილისში გადმოწერილი აუტიზმის მქონე ბავშვების დასაფინანსებლად 3 ვარიანტს გვთავაზობენ

ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელის, მარიამ კორკოტაძის ინფორმაციით, რეგიონებიდან თბილისში გადმოწერილი აუტიზმის მქონე ბავშვების დასაფინანსებლად მერიამ მშობლებს რამენიმე ვარიანტი შესთავაზა. ერთ-ერთი პროგრამაში ჩასასმელად მოცდის პერიოდს ითვალისწინებს. მარიამ კორკოტაძე წერს, რომ მშობლები სწორედ ამ ვარიანტს განიხილავენ. 

"ცოტა ხნის წინ დავასრულეთ შეხვერდა მერის მოადგილესთან ნინა ხატისკაცთან. რეგიონიდან გადმოწერილი ბავშვების დასაფინანსებლად
3 შეთავაზება ქონდათ:

1. რეგიონის ბავშები უკან გადარეგისტრირდნენ და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან იმუშავებენ, რომ თბილისში დააფინანსონ;

2. 18 თვიანი მოცდის პერიოდი, ჩვენ შევთავაზეთ 12 თვიანი და თანახმა არიან განიხილონ. ანუ, ბავშვის რეგისტარციიდან უნდა გავიდეს 12 თვე და მერე ჩაჯდება პროგრამაში;

3. მთლიანად ამოიღებენ ჩანაწერს, მაგრამ შესაძლოა დაფინანსების ლიმიტი შემოიღონ, ანუ თქვან რომ 700 ბავშვზე მეტს ვერ დავაფინანსებთო, ან შემოიღონ თანადაფინანსება.

მშობლები, განვიხილავთ მეორე ვარიანტს, თუ მოცდის პერიოდი იქნება 12 თვიანი.
მერი არ იმყოფება საქართველოში, პარასკევს ბრუნდება და ორშაბათს დაიწყება განხილვა",-წერს მარიამ კორკოტაძე. 

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები