დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ოთხი სეზონის სამთო კურორტი გახდეს

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ოთხი სეზონის სამთო კურორტი გახდეს

„საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენცია რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი.

„პირველ რიგში, ესაა საქართველოს ცნობადობის ამაღლება. კონფერენციას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება და ძირითადად, კონცენტრირებულია იმ საზოგადოებაზე, რომელიც სამთო ტურიზმის კულტურის განვითარებაზე მუშაობს. შესაბამისად, მათთან ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციას ესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და მისი სტუმრობა კიდევ უფრო მეტ წონას მატებს ამ ღონისძიებას. თქვენ იცით, რომ სივრცითი განვითარების კუთხით, სამთო კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფო არა ერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს ამ მიმართულებით. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს კერძო სექტორი. ამ გამოცდილების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სამთო კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი, 12 თვის შემოსავლების მქონე კურორტები. სწორედ ესაა დღევანდელი კონფერენციის ძირითადი თემატიკა. ასევე, განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხები, რომლებიც ტურისტულ სექტორში შემოსავლების, დასაქმების და შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო 4-7 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს.

მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს. 

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები