აკაკი ზოიძე: "თამბაქოს კონტროლის" კანონპროექტი ჩვენი შვილიშვილების გადასარჩენადაა მიმართული

აკაკი ზოიძე: "თამბაქოს კონტროლის" კანონპროექტი ჩვენი შვილიშვილების გადასარჩენადაა მიმართული
05 / 04 / 2017 13:34

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს მოწევის კონტროლი და რეგულირება კანონმდებლობით, მომავალი თაობების ჯანმრთელობისკენაა მიმართული.

ზოიძის თქმით კანონპროექტი, მხოლოდ დაჯარიმებისთვის არ არსებობს.

"ჯარიმა ეფექტიანია იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც საგრძნობი იქნება ამ შემთხვევაში იურიდიულ პირზე. ეს არ არის კერძო პირების დაჯარიმების თემა.

პირველ დარღვევაზე ჯარიმა 500 ლარია. მეორე დარღვევაზე 2000 ლარი, ხოლო როცა საუბარია 5000 ლარზე ესაა სისტემატური დარღვევის შემთხვევას გულისხმობს და ესეც სასამართლოს მეშვეობით.

მე მიმაჩნია, რომ თანაბარზომიერი სასჯელია, კანონის დარღვევის შემთხვევებში. რომელიც ჩვენი შვილიშვილების და შვილთაშვილების გადასარჩენადაა მოწოდებული" , - განაცხადა აკაკი ზოძემ.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების" პაკეტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტს თანახმად, თამბაქოს მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და შენობებში, გარდა საცხოვრებელი სახლებისა და პენიტენციური დაწესებულებებისა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება