ჩიქოვანი: ხარჯების შესამცირებლად უსარგებლო პროგრამები გააუქმეთ, ბიუჯეტი რომ გაქვთ გამოტენილი

ჩიქოვანი: ხარჯების შესამცირებლად უსარგებლო პროგრამები გააუქმეთ, ბიუჯეტი რომ გაქვთ გამოტენილი

“მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი მამუკა ჩიქოვანი თვითმმართველ ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმებას ეხმიანება. მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, თუ ხელისუფლებას ხარჯების შემცირება სურს, აიპები და პროგრამები უნდა შეამციროს. 

"მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ივანიშვილის დავალებით ამ დარბაზში მსხდომთა უმრავლესობამ მიიღო თვითმმართველობის კანონში ცვლილებები, რომელსაც დღემდე წარმატებულ რეფორმად მოიხსე4ნიებთ. არ გესმოდათ 2014ში არ აპირებთ მოსმენას ეხლაც, არ გაითვალისწინეთ რიგი არასამთავრობოების შენიშვნები, რათქმაუნდა ოპოზიციის შენიშვნებზე ზედმეტია საუბარი და შედეგად რაც მივიღეთ, რომ თქვენმა ეგრეწოდებულმა რეფორმამ ვერ უზრუნველყო ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემა, პირდაპირი წესით არჩეული მერის დამოუკიდებლობა და ვერც თვითმართველი ქალაქის ფინანსებით აღჭურვა. ერთადერთი შედეგი რაც მივიღეთ არის ბიუროკრატიის უკონტროლო ზრდა და გაქურდული გადასახადის გადამხდელი.

ნაცვლად იმისა რომ, აუცილებელი სისტემური რეფორმა განხორციელდეს, ხელისუფლება ახლა აპირებს მერის არჩევნების გაუქმებას და საერთოდ უარს ამბობს არჩევითობაზე. სოფელში, თემში, ქალაქში ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მარტივი და ეფექტიანი მოდელის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება შემდგარი დემოკრატია.

2012 წელს თქვენი შეპირების მიუხედავად დეცენტრალიზაციის ნაცვლად თქვენ მიდიხართ არჩევნების გაუქმების გზით და ასაბუთებთ ხარჯების შემცირების აუცილებლობით. ხარჯების შემცირება თუ გსურთ გააუქმეთ უსარგებლო აიპები, გააუქმეთ უსარგებლო პროგრამები რომლითაც ბიუჯეტი გაქვს გამოტენილი, მოახდინეთ გუბერნატორის უსარგებლო ინსტიტუტების რეფორმირება",-განაცხადა ჩიქოვანმა. 

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები