"საქართველოს რკინიგზა" სარაგბო კლუბ "ლოკომოტივის" სპონსორი ხდება

"საქართველოს რკინიგზა" სარაგბო კლუბ "ლოკომოტივის" სპონსორი ხდება
05 / 04 / 2017 18:14

„საქართველოს რკინიგზასა“ და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია სარაგბო გუნდის სპონსორი გახდება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის" დამფუძნებელმა, თემურ ბენდიანიშვილმა და სს „საქართველოს რკნიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

„რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალზე მნიშვნელოვანია რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტმენებისათვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივესალმები „საქართველოს რკინიგზის" ამ ინიციატივას და იმ ფაქტს, რომ კომპანიამ ქართულ სპორტში 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა." -განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ სს „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერის პროგრამას. ჩვენ მიმდინარე წელსაც გავაფორმეთ სასპონსორო ხელშეკრულება სარაგბო გუნდ „ლოკომოტივთან“. „ლოკომოტივი“ საქართველოს რკინიგზის წიაღში წარმოიშვა და ყველა რკინიგზელს განსაკუთრებული ურთიერთობა და სითბო აკავშირებს ამ კლუბთან. ჩვენი მიდგომაა, თუ გვსურს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს ძლიერი, უპირველეს ყოვლისა ქართული კლუბები უნდა იყვნენ ძლიერები. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ქართულ სპორტის დაფინანსება კლუბების დონეზე,“- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს საკლუბო გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა შორისაა რაგბის კლუბი „ლოკომოტივი-2008", კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საკალათბურთო კლუბი „სოხუმი" და ასევე წყალბურთელთა გუნდი „ლოკომოტივი". ჯამში, 2013-2017 წლებში სს „საქართველოს რკინიგზამ" სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსებისათვის კომპანიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გაიღო. სამომავლოდ, სს „საქართველოს რკინიგზა" რაგბის კლუბებისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება