პრემიერი: ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან

პრემიერი: ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან
06 / 04 / 2017 10:01

დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის ეკონომიკურ მდგომარეობას. კერძოდ, მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ღვინის ექპორტზე ისაუბრა და განმარტა, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებლები საგრძნობლად არის გაზრდილი.

"ჩვენ გვაქვს ღვინის ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. ეს წელი საკმაოდ დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლებით დავიწყეთ. თითქმის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში. პირველი კვარტლის მონაცემებით გვაქვს 85%-იანი ზრდა ღვინის ექპსორტში. ეს არის ბოთლების მიხედვით, ანუ რაოდენობრივი მაჩვენებლით 14 200 000 ბოთლის ექპორტი განხორცეილდა.

განსაკუთრებით გვახარებს, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის",-აღნიშნა პრემიერმა.

მან აქვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის ექსპორტზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან

მან ღვინის სააგენტოს მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა.

"მინდა გთხოვოთ, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია იყოს იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან.

მინდა, ამ თვალსაზრისით ღვინის სააგენტოს მხრიდან მეტი ჩართულობა და კოორდინაცია იყოს",- აღნიშნა პრემიერმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება