გიორგი კვირიკაშვილი: შიდა ტურიზმის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

გიორგი კვირიკაშვილი: შიდა ტურიზმის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს
06 / 04 / 2017 10:46

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის მთის მიმართულება პრიორიტეტულია.
მისი თქმით, რამდენიმე წელში, საქართველოში ზამთრის სახეობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარება იგეგმება.

„ამისთვის ყველაფერი გვაქვს. მივდივართ სწორი გზით”, - დასძინა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე, ქვეყანაში შიდა ტურიზმის დაბალი მაჩვენებელია.

„მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ამ განვითარების დონითაც, ზუსტად იმ ნაბიჯებით, რომელსაც ვახორციელებთ სპეციალური სუბსიდიებით ზამთრის სკოლებზე, არდადეგების გრაფიკების მორგებით და ა.შ. გავზარდოთ ჩვენი მოამავალი თაობის მიერ სასქართველოს ტურისტული კურორტებით სარგებლობის მაჩვენებელი და ეს არის ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღება და რა თქმა უნდა ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ზრდა მათთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სამთო კურორტებზე გენერალური დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს - სამთო გიდებისთვის, ტრენერებისთვის სკოლების სისტემის განვითარება, სამთო-სათხილამურო სკოლების ქსელის განვითრება, ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკის შექმნა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება