ვიქტორ დოლიძე: ე.წ არჩევნები და რეფერენდუმი ოკუპანტის მიერ ჩატარებული ცირკია

ვიქტორ დოლიძე: ე.წ არჩევნები და რეფერენდუმი ოკუპანტის მიერ ჩატარებული ცირკია

ევროინტეგრაციის მინისტრი, ვიქტორ დოლიძე ჟურნალისტებთან ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ რეფერენდუმისა და არჩევნების ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა.

დოლიძის შეფასებით, ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული ცირკი.

"ამ რეფერენდუმსა და არჩევნებს არაფერი აქვს საერთო საერთაშორისო სამართალთან. არაფერი აქვს საერთო თვითონ რეფერენდუმთან და არჩევნებთან იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი გამოდევნილია. ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული ცირკი. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად დავიბრუნებთ ამ ხალხს და შემდეგ ტერიტორიებს. მაგრამ ეს მოხდება მშვიდობიანი, ეკონომიკური, რეინტეგრაციული გზით",- აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები