იზორია: სახელმწიფო ვალდებულია, თავდადებული სამხედრო მოსამსახურე პენსიით უზრუნველყოს

იზორია: სახელმწიფო ვალდებულია, თავდადებული სამხედრო მოსამსახურე პენსიით უზრუნველყოს

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მისი უწყება სამხედრო მოსამსახურრეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს იწყებს, რომლის განხილვებიც პარლამენტში წელს დაიწყება.

მისი თქმით, თავიდან ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც შეეხება დასახიჩრებულ, დაჭრილ სამხედროებს და მათ ოჯახებს. შემდეგ კი, მოიცავს თუ არა ეს მთელ სპექტრს, დამოკიდებულია ფინანსურ შესაძლებლობაზე.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა , სამხედრო მოსამსახურეებზე, ვინც მზად არის, გაწიროს თავი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მაქსიმალურად იზრუნოს მათ შორის სოციალური პაკეტებით უზრუნველყოფის კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ამ პაკეტის გახლავთ საპენსიო უზრუნველყოფა. ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტით, ეს შეეხება დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახებს, შემდეგ დაჭრილებს და შემდეგ უკვე ფართო სპექტრს მოვიცავთ,თუმცა ეს ფინანსურ შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

14 ივლისი, 2018

"როგორც ჩანს ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში" - ამის შესახებ ჟირნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "როგორც ჩანს ირაკლი...

ახალი სტატიები