ლიტვის თავდაცვის მინისტრი: ჩვენს ქვეყნებს საერთო საფრთხეები აქვს და თანამშრომლობაა საჭირო

ლიტვის თავდაცვის მინისტრი: ჩვენს ქვეყნებს საერთო საფრთხეები აქვს და თანამშრომლობაა საჭირო

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა გაფართოებული ფორმატით გამართული შეხვედრისას განხილული თემები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ ლიტვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლიტველი ექსპერტის როლზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებაზეც გაამახვილა.

„ლიტვა სპეციალური ოპერაციების ძალების მაქსიმალური მზადყოფნის დონით გამორჩეულია. მათთან ერთად იმ საუკეთესო ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელების დიდი ინტერესი გვაქვს, რომელიც ჩამოგვიყალიბდა. მომავალშიც წვრთნებში აქტიური მონაწილეობისთვის ჩვენი მხრიდან მზაობას ვაცხადებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა თავდაცვის ტოტალური კონცეფციის განხორციელებაა, რომელიც კარგი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის არსებობას გულისხმობს. ამ მიმართულებით ლიტვას საუკეთესო გამოცდილება აქვს. ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა ეროვნული გვარდიების შესაძლებლობების განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, რათა მათი მხარდაჭერითა და თანადგომით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა ჩამოვაყალიბოთ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. რაიმუნდას კარობლისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გაგრძელდება თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომელიც სამხედრო აკადემიასა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯში გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს. სპეციალური ოპერაციების ძალები კი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. მინდა, მინისტრი მივიწვიო “Flaming Sword 2017” სწავლებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. ორმხრივ ფორმარტში ტრადიციულად კარგად ვთანამშრომლობთ. არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის - ეს არის საერთო საფრთხეები.  თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც საჭიროა და შეკავების პოლიტიკაც აქტუალური. თანამშრომლობას გავაგრძელებთ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც,“ - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები