მიხეილ გიორგაძე: ჩვენი ბიუჯეტის 33% თეატრალურ მიმართულებაზე იხარჯება

მიხეილ გიორგაძე: ჩვენი ბიუჯეტის 33% თეატრალურ მიმართულებაზე იხარჯება

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, თეატრალური მიმართულების დაფინანსებაზე კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის 33% იხარჯება.

"ჩემი მოსვლის შემდეგ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი და კულტურის დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც შეეხება, თეატრალურ მიმართულებას, 33 % ჩვენი ბიუჯეტის, როცა პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, ახლა გარკვეული რისკის ქვეშ ვდგები, იმიტომ რომ სხვა სფეროების წარმომადგენლების გულისწყრომა არ გამოვიწვიო, მაგრამ 33% ჩვენი ბიუჯეტის სწორედ თეატრალურ მიმართულებაზე იხარჯება",-განაცხადა მიხელ გიორგაძემ. 

გადაცემა "რეაქციაში" მსახიობმა თამარ სხირტლაძემ განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე გივი ბერიკაშვილს ხელფასი შეუმცირეს. ხელფასები შეუმცირდათ ასევე ლეო ანთაძეს, თენგიზ არჩვაძეს და ნოდარ მგალობლიშვილსაც. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები