გიორგაძე: მსახიობებისთვის ხელფასების შემცირება თეატრების ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო

გიორგაძე: მსახიობებისთვის ხელფასების შემცირება თეატრების ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, თეატრების ხელმძღვანელებს ინდივიდუალურად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება თუ რის ხარჯზე შეძლებდნენ 10%-იან შემცირებას. 

"ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიეღოთ თეატრების ხელმძღვანელებს, თუ რის ხარჯზე აიტანდნენ ისინი ამ 10%-იან შემცირებას, ჯამური ბიუჯეტების და არა მსახიობების ხელფასების, ზოგმა ეს ადმინისტრაციული ხარჯის თუ სხვა ხარჯზე მოახერხა და არ დააკლო მთლიანად მსახიობებს ხელფასი, ზოგმა გადაწყვიტა, რომ იმ მსახიობების ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ არიან დაკავებულები და სპექტაკლებში არ არიან მათი შემცირების...

როგორც ვამბობდი ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იყო ხელმძღვანელების",-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

გადაცემა "რეაქციაში" მსახიობმა თამარ სხირტლაძემ განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე გივი ბერიკაშვილს ხელფასი შეუმცირეს. ხელფასები შეუმცირდათ ასევე ლეო ანთაძეს, თენგიზ არჩვაძეს და ნოდარ მგალობლიშვილსაც. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები