გიორგაძე მსახიობების ხელფასებზე : არაეფექტურ მმართველობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

გიორგაძე მსახიობების ხელფასებზე : არაეფექტურ მმართველობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
12 / 04 / 2017 11:47

"მე პირიქით ვსვამ შეკითხვას, აქ არაეფექტურ მმართფველობასთან, ან არაეფექტურ ადმინისტრირებასთან ხომ არ გვაქვს საქმე",-ამის შესახებ კულტურის მინსიტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობების ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით გადაცემა რეაქციაში განაცხადა. 

როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუნდაც თუმანიშვილის შემთხვევაში პრაქტიკულად 100% გაწერილია შრომის ანაზღაურებაზე, მე პირადად აქ კითხვის ნიშანი მიჩნდება ბიუჯეტის დაგეგმვის და სწორად ადმინისტრირების მიმართულებით, შესაბამისად, ვთქვი და ვიმეორებ, ეს თითოეული ხელმძღვანელის ინიდვიდუალური გადაწყვეტილება იყო. კონკრეტული მსახიობების ხელფასებზე და კონკრეტულ ციფრებზე მე, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს უფლებას არ მივცემ რომ ვისაუბრო, თუმცა ის ციფრები რაც გაჟღერებული იყო კონკრეტული ადამიანების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში ის საშტატო განრიგი რომელიც თეატრს აქვს წარდგენილი კულტურის სამინისტროში სხვა ციფრებზე საუბრობს და მიუთითებს",-განაცხადა მიხელ გიორგაძემ. 

მისი თქმით, ამ განცხადების გაკეთებისას თუმანიშვილის თეატრზე საუბრობდა. 

გადაცემა "რეაქციაში" მსახიობმა თამარ სხირტლაძემ განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე გივი ბერიკაშვილს ხელფასი შეუმცირეს. ხელფასები შეუმცირდათ ასევე ლეო ანთაძეს, თენგიზ არჩვაძეს და ნოდარ მგალობლიშვილს. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება