სამინისტრო: სენაკში, "გაზკო პლიუსის" გადაწყვეტილება ტარიფის 68 თეთრით გაზრდაზე უსამართლოა!

სამინისტრო: სენაკში, "გაზკო პლიუსის" გადაწყვეტილება ტარიფის 68 თეთრით გაზრდაზე უსამართლოა!

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის "გასკო პლიუსის" მიერ იქნა მიღებული - სენაკის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

"ეს ყველაზე მაღალი ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი - სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს."- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები