გალში ქართულად განათლების მიღების საკითხზე ჟენევაში მწვავე დისკუსია იყო

გალში ქართულად განათლების მიღების საკითხზე ჟენევაში მწვავე დისკუსია იყო

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 33-ე რაუნდი გაიმართა.

დისკუსიებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, 7 ოქტომბრის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა გალში ქართულ ენაზე განათლების მიღების საკითხი.

„ამ საკითხზე მწვავე დისკუსია გაიმართა, განხილვისას თანათავმჯდომარეებმა დააფიქსირეს სრული მხარედაჭერა ჩვენი პოზიციების მიმართ. აღინიშნა, რომ ამჟამად არსებული მდგომარეობა მიუღებელია და აუცილებელია ამ მიმართულებით გამოსავლის გამონახვა, რათა მოსახლეობის უფლებები ადგილზე დაცული იყოს“, - განაცხადა ქეტევან ციხელაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში განხილული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. „დისკუსიების ყველა ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით, რა თქმა უნდა, განვიხლეთ დევნილთა დაბრუნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიებზე მუდმივად ხდება დევნილთა დაბრუნების საკითხის პოლიტიზირება, ეს თემა კვლავაც იქნება ჰუმანიტარული ჯგუფის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ამასთან, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს, მისცენ ბიძგი დევნილთა დაბრუნების საკითხის სამართლებრივი და ჰუმანიტარული თვალსაზრისით დამუშავების პროცესს, რათა ამდენი რაუნდის შემდეგ დაიწყოს ამ საკითხის იმპლემენტაცია. დავნილთა დაბრუნების თემა ქართული მხარისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით. ასევე, განხილული იყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების დაყენების პრობლემა. მოვითხოვეთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიწებზე წვდომის საშუალება მიეცეს. ვიმსჯელეთ ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის იუნესკოს ჩართვა. ასევე, განვიხილეთ გარემოსდაცვითი პრობლემები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები