მიხეილ გიორგაძე: ზურაბ ყიფშიძის შემოსავალი 400 ლარზე დაახლოებით 5-ჯერ მეტია!

მიხეილ გიორგაძე: ზურაბ ყიფშიძის შემოსავალი 400 ლარზე დაახლოებით 5-ჯერ მეტია!

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განმარტებით, გიორგი და ზურაბ ყიფძიძეების განცხადებები დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად.

მისივე თქმით, ზურაბ ყიფშიძის ხელფასი თვიურად 400 ლარზე 5-ჯერ მეტია.

მინისტრი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიქმნა ამ ამბის მიმართ ასეთი დამოკიდებულება.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურ ქსელებში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი პირობების გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ 400 ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა სისტემურ საკითხზე, უბრალოდ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა ამბავმა, როდესაც პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.

არავითარ 400 ლარზე და მით უმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუაბრი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრში. ასევე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია პირველ არხზე და მეტი ანაზღაურება აქვს. აღარაფერს ვამბობ "ფონუ ქართუს" გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. რა თქმა უნდა, ამას არ ვითვლით, უბრალოდ, მინდა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ან გიორგიმ, ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მოყვა გიორგიმ გულის ამაჩუყებელი ისტორია, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი. ჯამურად, დაახლოებით 5-ჯერ მეტი შემოსავალი გამოსდის თვეში.

ძალიან ვწუხვარ, რომ არ ვიცი, რა დავარქვა ამ პროვოკაციას, ინსიმულაციას აყვა. ყველანირ პოლიტკორექტურობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა. ბევრი პრეტენზია გამოითქვა. მთელი საზოგადოება ამის გამო შეწუხებულია.

დიდი იმედი მაქვს, თავად ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რასაც მე ვსაუბრობ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარებაში",- აღნიშნა გიორგაძემ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები