გიორგაძე: ვაპირებთ, თეატრებს ახალი დაფინანსების სისტემა შევთავაზოთ

გიორგაძე: ვაპირებთ, თეატრებს ახალი დაფინანსების სისტემა შევთავაზოთ

კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეატრების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საზოგადოება შეცდომაშია შესული და მსახიობებს იმაზე მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე ამაზე საუბრობენ.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ დაფინანსების ახალი სისტემის შემუშავებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურმე "ფონდი ქართუდან" წამოსული გრანტის ჯამური ოდენობის 25%-ს თურმე კულტურის სამინისტრო იტოვებს. რა იგულისხმებოდა ამაში, გაუგებარია.

თუ პრინციპით მივდივართ, რომ ენას ძვალი არ აქვს, მაშინ ყველაფერზე შეიძლება საუბარი. თუმცა ყველაფერი შესაბამისი დოკუმენტაციით არის გამყარებული. ფაქტებია, რომელსაც ვერ გავექცევით, საჯარო ინფორმაცია გახლავთ.

დიახ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ რეფორმირებას და დაფინანსების განსხვავებულ მიდგომას, დაფინანსების სისტემა საჭიროებს, თუნდაც თეატრებთან მიმართებით. მქონდა რამდენიმე თეატრის ხელმძღვანელთან ამ თემაზე საუბარი. ეს ხდებოდა არა ამ ამბის გამო, არამედ დიდი ხნით ადრე. ვაპირებთ, რომ მაღალი ჩართულობითა და საჯაროობით ამ თემაზე ვისმჯელოთ და საერთო კონსენსუსის შედეგად ახალი დაფინანსების სისტემა შევთავაზოთ თეატრებს.

ვფიქრობ, ჩემი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელებმა, სამხატვრო ხელმძღვანელებმა, მმართველებმა ბევრად მეტი პასუხუისმგებლობა უნდა აიღონ",- აღნიშნა გიორგაძემ.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები