დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი კოოპერატივი შეიქმნა

დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი კოოპერატივი შეიქმნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - რატევანსა და დისველში ყველის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს. 

სოფელ დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი კოოპერატივი „დისველი“ რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.

სოფელ რატევანში მდებარე ყველის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში (200 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტი) გადაიარაღდა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საწარმოში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტი HACCP. საწარმო ნედლეულს მიმდებარე 5 სოფლის მოსახლეობისგან იბარებს და დღეში 5 ტონა რძეს და 500 კგ ყველს აწარმოებს. 7 სახეობის ბრენდირებული ყველის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, სუპერმარკეტების ქსელში ხორციელდება; უახლოეს მომავალში იგეგმება ყველის ექსპორტი გერმანიაში.

„მთავრობამ სულ ახლახანს სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა. სტრატეგია სოფლებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც სოფლის მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. საწარმოები, რომლებიც მოვინახულეთ, თავის გარშემო ფერმერებს აერთიანებს, მათგან იბარებენ რძეს და ქმნიან ქართულ პროდუქტს. სოფელ რატევანში, საწარმოში რძეს 700 ფერმერისგან იბარებენ, სოფელ დისველში კი, რძეს მთელი სოფელი, დაახლოებით 170-მდე მოსახლე აბარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების კუთხით და, საბოლოო ჯამში, სოფლებში კეთილდღეობის შექმნას და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SCO) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი; ავსტრიის განვითარების საბჭოს (ADC) ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი; ასევე, რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) 

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

07 ივნისი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.  "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად...

ახალი სტატიები