საქართველოს მასშტაბით 515,89 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია დაფინანსდა

საქართველოს მასშტაბით 515,89 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია დაფინანსდა

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 515,89 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია დაფინანსდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. 

პროგრამა,,ქართული ჩაი" ერთიანდება „ერთიან აგროპროექტში“ , ის მოიცავს ასევე პროექტებს:
• შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
• გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
• აგროდაზღვევა
• დანერგე მომავალი

► პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში:
• იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80%;

► სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:
∙ იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%
∙ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% ;

► სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშავებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები