ციხელაშვილი: იმედია,აფხაზური საზოგადოება  გონივრულ არჩევანს გააკეთებს რუსიფიკაციას და თვითმყოფადობას შორის

ციხელაშვილი: იმედია,აფხაზური საზოგადოება გონივრულ არჩევანს გააკეთებს რუსიფიკაციას და თვითმყოფადობას შორის

"მე იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააკეთებს გონივრულ არჩევანს სრული რუსიფიკაციის პერსპექტივას და მშვიდობიანი განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნების და უკეთესი მომავლის პერსპექტივას შორის",-ამის შესახებ შრიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. 

მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტსა და რუსეთის ე.წ. საელჩოს გახსნას რუსთავი 2-თან ეხმიანება. 

"ესაა ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან, ეს წარმოადგენს გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობას, არამედ მთლიანად საერთაშრისო თანამეგობრობისათვის, ამ ნაბიჯით რუსეთი კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად აცხადებს, რომ არად აგდებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, რომელიც აბსოლუტურად კონსოლიდირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები