ჭიაბერაშვილი: პუტინთან საუბრისას მსოფლიო ლიდერები უკრაინასთან ერთად საქართველოს არ ახსენებენ

ჭიაბერაშვილი: პუტინთან საუბრისას მსოფლიო ლიდერები უკრაინასთან ერთად საქართველოს არ ახსენებენ

"ენის მოჩლექით საუბარი რუსეთთან არ არის ის გზა, რომელიც დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას’",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

 „რუსეთი გააქტიურებულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გამოსავალი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე თავხედურად არ ჩადიოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ საქართველოს არ ახსენებს არც ერთი მსოფლიო ლიდერი, როდესაც ელაპარაკება პუტინს მაშინ, როდესაც ყველა ახსენებს უკრაინას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები