მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალის მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს

მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალის მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს
21 / 04 / 2017 14:58

მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე.

აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ საკითხით დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება იქნება გაწეული.

„სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართავა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკის სპეციალურმა მისიამ შემოგვთავაზა ამ საკითხზე ტექნიკური დახმარების გამოყოფა და ჩვენ ამ შეთავაზებით აუცილებლად ვისარგებლებთ. შესაბამისად, გავაუმჯობესებთ როგორც სახელმწიფო ვალის, ასევე ფისკალური რისკების მართვის მიმართულებას,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„მსოფლიო ბანკი მოხარულია საქართველოს გაუწიოს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით. ივნისში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ორგანიზება გავუწიოთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების დიდი ჯგუფის მისიის ჩამოსვლას. ჩვენ საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის კუთხით. ასე რომ, ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხაზინას აკავშირებს საქართველოს მთავრობასთან“ ,- აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხაზინის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩოქსუნ ჩანგოზმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება