მესხიშვილი: ქუცნაშვილი გამუდმებით ითხოვს მაგისტრალზე სიჩქარის გაზრდას, ქუთაისში ეჩქარება

მესხიშვილი: ქუცნაშვილი გამუდმებით ითხოვს მაგისტრალზე სიჩქარის გაზრდას, ქუთაისში ეჩქარება

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ეხმიანება და საკუთარ შენიშვნებს წერს. 

"საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს მხარს ვუჭერთ, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმებით შემდეგ საკითხებს:

1. ნასვამი პირების მიმართ სანქციების რეალურად არ გამკაცრებას. დღევანდელი ჩანაწერი (1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება, სამი თვის შემდეგ 1000 ლარად დაბრუნება) არის ძალიან რბილი, პლიუს ვერ დავეთანხმებით, რომ მინისტრს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს აქვთ უფლება შეიწყალონ ესა თუ ის ადამიანი სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე და დაუბრუნონ მართვის მოწმობა მძღოლს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის აღნიშნული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან, ამ "ნაცნობობის სერვისით" ისარგებლებენ გავლენიანი პირები. მოკლედ რომ ვთქვათ ჩაწყობასთან გვექნება საქმე.

2. ავტოსკოლების თემა რჩება კვლავ ღიად, სადაც ხდება მომავალი მძღოლების მომზადება ხრიკებით, ანუ თეორიულ გამოცდას გაივლით ისე, რომ თუნდაც საგამოცდო ბილეთი შედგენილი იყოს თქვენთვის უცხო ენაზე თქვენ მაინც ჩააბარებთ, ანუ თუ იქ დახატულია მერსედესი პასუხია B, თუ იქ ხეა პასუხია A და ა.შ. საქმე გვაქვს სერიოზულ თაღლითობასთან მაშინაც, როდესაც გთავაზობენ 3 დღეში მართვის მოწმობის აღებას გარანტიით, სახლში მომზადებით და ა.შ. საბოლოოდ ვიღებთ ადამიანებს რომელთაც აქვთ მართვის მოწმობა ყოველგვარი ცოდნის გარეშე, რაც მათ აქცევთ პოტენციურ მკვლელებად. თუ ავტოსაგზაო შემთხვევების რეალურად შემცირება გვსურს, პირველ რიგში განათლებისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება.

3. ბავშვების გადაყვანა კვლავ დასაშვებია ვიღაცის კალთაში, მსგავს ჩანაწერს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 3 წლამდე ბავშვი შეგიძლიათ ჩაისვათ კალთაში, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვზე საერთოდ არაფერია აღნიშნული. მხოლოდ 2016 წელს დასახიჩრდა 1019 ბავშვი და გარდაიცვალა 25. ამის შესახებ იმდენჯერ ვისაუბრე რომ აქ გაგრძელებას აზრი აღარ აქვს

P.s იმ ფონზე როდესაც დადასტურებულია, რომ ძირითადად კლავს მაღალი სიჩქარე დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გამუდმებით ითხოვს მაგისტრალზე სიჩქარის გაზრდას. გასაგებია რატომაც! ქუთაისში ეჩქარება",-წერს დავით მესხიშვილი. 

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები