აგულაშვილი: თბილისი და საქართველო გარემოს დაბინძურებით მოწინავეთა რიგებში არაა

აგულაშვილი: თბილისი და საქართველო გარემოს დაბინძურებით მოწინავეთა რიგებში არაა
26 / 04 / 2017 13:01

„თბილისი და საქართველო არ არის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით მოწინავეთა რიგებში არც პოზიტიური, და არც ნეგატიური ნიშნით",-ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის“ თაობაზე პრეზენტაცია გამართა და შეკრებილ საზოგადოებას ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მინისტრის თქმით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არ არის მაღალი და ის ევროპულ ნორმას აკმაყოფილებს. ხოლო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, კვლევების მიხედვით, დიდწილად შენობების შიდა ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული, რაც საკვების მომზადებისა და გათბობისათვის მყარი საწვავის (ძირითადად შეშის) მოხმარების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლის გამოყენებას უკავშირდება.

„თბილისი და საქართველო არ არის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით მოწინავეთა რიგებში არც პოზიტიური, და არც ნეგატიური ნიშნით. ევროპული სტანდარტებით რომ შევაფასოთ, აქ ძირითადად აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მსგავსი ვითარებაა. იგი კატასტროფული არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც არ მოგვწონს. ბუნებრივია, რომ ეს არის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ არ შეიძლება გვაკმაყოფილებდეს და, შესაბამისად ვმუშაობთ, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, თბილისში ატმოსფერული ჰაერის გასაუმჯობესებლად, შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც შეიმუშავა გრძელვადიანი, 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა, და ამ გეგმის მიხედვით სხვადასხვა უწყებებს, სამინისტროებს, მერიას კონკრეტული ამოცანები განესაზღვრა. მინისტრის ინფორმაციით, გეგმაში მთლიანად გაწერიალია 50 პუნქტი, რომლებიც უკავშირდება საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას, ავტოტექდათვალიერების შემოღებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესებას, მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, გამწვანებას და ა.შ. თბილისი მთლიანად გადავიდა ავტომატური სადგურების მეშვეობით მონიტორინგის ახალ სისტემაზე და ინფორმაცია დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად ყველასათვის ხელმისაწვდომია.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება