ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება

ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, ხოლო ქვეშეთი კობის მონაკვეთისათვის დეტალური პროექტირების სამუშაოებს იწყებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ესპანური კომპანია „ IDOM Consulting, Engineering, Architecture, SAU “ წარმომადგენელმა იგნასიო ბალსა მარინმა მოაწერეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

საპროექტო სამუშაოების ვადა 14 თვეა და მისი ღირებულება 3 156 240 ევროსა და 4 201 392 ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.

ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობის მიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნული მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები