დავით უსუფაშილი: არ ვაპირებ შემაღლებული ადგილიდან შეგპირდეთ ქვეყნის გადარჩენას

დავით უსუფაშილი: არ ვაპირებ შემაღლებული ადგილიდან შეგპირდეთ ქვეყნის გადარჩენას

"ეს იქნება არა უბრალოდ მორიგი ახალი პოლიტიკური პარტია, ეს იქნება ახლებური პარტია, შინაარსითაც, ფორმითაც შექმნის წესითაც",-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

"ეს იქნება პარტია, რომელიც გადააგდებს იმ ლექსიკონს, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს მუდამ ჯიბეში უდევთ. ლექსიკონი, რომელშიც სპეციალურადაა შერჩეული სიტყვები, რომელიც მიმართულია გათიშულობისკენ, შეურაცხყოფისკენ, ნგრევისკენ, განქიქებისკენ ყველასი და ყველაფრის, ჩვენ ვიქნებით შენებაზე ორიენტირებული პარტია. 

ეს რომ ასე იყოს, თავად პარტია უნდა შეიქმნას სწორი გზით და სწორი საშუალებებით, ამიტომ მე არ ვაპირებ რომ გვერდში ამოვიყენო 10-12 ცნობილი, ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი სახე, სადმე შემაღლებულ ადგილზე და იქიდან შეგპირდეთ ქვეყნის გადარჩენას",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები