მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.

"• მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2016 წლის 1 აგვისტოდან მიმდინარეობს.
• უპრეცენდენტო რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.
• რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება.
• სარეგისტრაციო წარმოებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო რეესტრი ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
• დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 405 405, ელფოსტა: info@napr.gov.ge",-აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები