#ქართულიჯარი26 - 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

#ქართულიჯარი26 - 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე - ქ. გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება.

გორში სამხედრო ქვედანაყოფში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან. ვაზიანში კი, შეიარაღებული ძალების დღეს სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიულოცავს.

ვაზიანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრებიან.

სპეციალურად ამ დღისთვის სპეციალური აპლიკაციაც შეიქმნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს შესაძლებელია სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოს შეცვლით შეუერთდეთ  #ქართულიჯარი26

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები