იზორია საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებს: "თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ"

იზორია საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებს: "თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ"

„თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ. თუ დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის და დამსახურების მქონე ქვეყანაა - ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესშიც თქვენ გადამწვეტი ძალა ხართ. ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე თქვენს დამსახურებას, პროფესიონალიზმს, სიმამაცეს აღნიშნავენ. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ“ - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღე.

ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისთავი, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, მინისტრთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.

მან სამშობლოდან შორს მყოფ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ.

ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი- შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი საერთშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, I ქვეითი ბრიგადის  მე- 12 ბატალიონის  „ბრავო“ ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო- საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali)  საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები