თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ლევან იზორიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენა, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა.

გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.  საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად, თავდაცვის მინისტრი გორში, I ქვეით ბრიგადასა და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ლევან იზორიამ, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები