ნასამართლობაზე ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი

ნასამართლობაზე ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სახლში კიდევ ერთი უწყების - შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისი დაინერგა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 3 მაისიდან, მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეეძლებათ.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შორის დღეს მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება. მათ შორისაა: განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ასევე ცნობების გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, პირის მსჯავრდების, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობისა თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ და სხვ.

სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისები დაინერგა მომხმარებელთათვის მეტი კომფორტის შექმნისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით. მომხმარებელს სერვისების მიღება კვლავ შეეძლება შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიულ ერთეულში, რომელთაც ხვალიდან იუსტიციის სახლის 19 ფილიალი შეუერთდება.

ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები