SOFA - ევროპული კინოაგენტების ტრენინგი 2017 წელს საქართველოში ჩატარდება

SOFA - ევროპული კინოაგენტების ტრენინგი 2017 წელს საქართველოში ჩატარდება
02 / 05 / 2017 13:37

2017 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხადაჭერით, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 2017 წლის 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით „SOFA - School of Film Agents - კინოაგენტების სკოლა“ ჩატარდება,-ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. SOFA პროფესიული ვორკშოფია, რომელიც ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო აგენტების მოსამზადებლად არის მიმართული.

  • კინოაგენტი არის ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში კინოწარმოებასთან და არ გულისხმობს რეჟისურას. მაგალითად, კინოაგენტებში იგულისხმება; კინოდისტრიბუტერები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვენის აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდუსერები, არქივის სპეციალისტები, კინო ინოვაციების მენეჯერები და სხვა.
  • „SOFA კინო აგენტების სკოლა“ 2013 წლიდან არსებობს. იგი ტარდება პოლონეთში და ხელს უწყობს მონაწილეებს, ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ და დახვეწონ თავიანთი საქმიანობა. პროგრამის ფარგლებში, თითოეული მონაწილე თავისი აქტივობის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მუნიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინო-პრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, ბელარუსში კინოკანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.
  • აღნიშნული ვორქშოფის ხელმძღვანელია ნიკოლაი ნიკიტინი, რომელიც ამავდროულად ბერლინალეს კინოფესტივალის ოფოციალური დელეგატია და საქართველოში წარმოებული ფილმების სექციას კურირებს.

პროგრამის „Creative Europe“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გადაწყდა, რომ 2017 წლის მაისში „SOFA“-ს მეორე ვორქშოფი საქართველოში ჩატარებულიყო. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს იქნება მოხსენებითი სახის ვორქშოფი, რომელზეც ყველა პროექტის მონაწილე განვითარებული პროექტების წინსვლაზე იმუშავებს. ამას გარდა, ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდება 3 საჯარო ლექცია კინო ინდუსტრიის მომიჯნავე წამყვანი პროფესიონალების ეგიდით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:
1) 02.04.2017 16.45 სთ

SOFA ტრეინინგის გახსნა და ღია დისკუსია თემაზე: როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა - პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება.
ექსპერტები: პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი)
მოდერატორი: კინოლაი ნიკიტინი, SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელი
ადგილი: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონფერენციო დარბაზი

2) 04.04.2017 11.00 სთ
შეხვედრა SOFA კინო-აგენტების სკოლის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ნიკიტინთან.
თემა: კინო აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების შერჩევის პირობები 2017 წლისათვის
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის 16

3) შეხვედრა პეტრი კემპინენთან
თემა: კინო დაფინანსება ევროპაში, განსაკუთრებული აქცენტით დაფინანსების სკანდინავიურ მოდელზე
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის #16

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია “ფილმპლიუსი” (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და თეიქს ფილმი (საქართველო).

პროექტს აფინანსებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის პროგრამა - “შემოქმედებითი ევროპა”, ქალაქ თბილისი მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო “აწარმოე საქართველოში”.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება