ალავიძე: ქუთაისიდან და თბილისიდან ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელად 2 საათი დაგვჭირდება

ალავიძე: ქუთაისიდან და თბილისიდან ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელად 2 საათი დაგვჭირდება

"მთის პოტენციალის 10% გვაქვს ათვისებული და ჩვენი მთები არის უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით, უსაფრთხო ტურიზმი, ულამაზესი ადგილები გვაქვს, ადგილები რომლებსაც ისტორიის მოგონება არ სჭირდება, ეს ისტორიები აქვს, გვინდა რომ გავაკეთოთ ინფრასტრუქტურა და შემდეგ უკვე სწორი მარკეტინგი, რომ მაღალი პროდუქტიულობის ტურისტები მივიღოთ ქვეყანაში",-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრმა "რეალურ სივრცეში" განაცხადა. 

მისი თქმით, იქნება ორი მიზიდულობის ცენტრი: თბილისი და ქუთაისი, საიდანაც 

"ქუთაისიდანაც და თბილისიდანაც ყველა საინტერესო ტურისტულ ადგილამდე მთებშიც და ბარშიც მაქსიმუმ უნდა დაგვჭირდეს ორი საათი გადასაადგილებლად, ამიტომ კეთდება ეს რეგიონული გზებიც. ქუთაისიდან ლენტეხის გავლით, მესტიის მიმართულებით ახალი გზა გაკეთდება და გვირაბი გაიჭრება დაახლოებით 8 კილომეტრის სიგრძის, ქუთაისიდან ბაღდათის გავლით აბასთუმანში გაკეთდება გზა, სამხრეთს საქართველოშიც გადასასვლელი გზაც ძალიან შემოკლდება ქუთაისიდან. თბილისიდან ბათუმამდე ჩქროსნული მაგისტრალით ჩასვლას სამი საათი დასჭირდება.

უკვე მიმდინარეობს ბაკურციხიდან გუჯაანამდე გზა და ვაპროექტებთ გურჯაანიდან თელავამდე გზას. რუსთავამდე თბილისიდან რაც არის დარჩენილი მონაკვეთი ჩქაროსნული მაგისტრალის, ამის მშენებლობა სულ ეხლახანს დაიწყო და ამასაც 2019 წლამდე მოვრჩებით. რუსთავიდან ვაპროექტებთ წითელ ხიდამდე და რუსთავიდან სატახტომდე ჩქაროსნულ ავტომაგსტრალს, 4 ზოლიანი გზა იქნება. ნატახტარიდან ჟინვალამდე ვაპროექტებთ 4 ზოლიან გზას, შემდეგ ორ ზოლიანი გზა იქნება ყაზბეგამდე და კობიდან მლეთაში გავალთ გვირაბით გუდაურს ქვემოთ ასევე 8 კილომეტრიანი გვირაბი იქნება, დევდორაკის ხეობაში უკვე დაწყებული გვაქვს სამუშაოები და ძალიან მალე რამოდენიმე დღის განმავლობაში სამშენებლო სამუშაობი დაიწყება უკვე გვირაბს ვაკეთებთ რომ დევდორაკის პრობლემატურ მონაკვეთს ავცდეთ, ისე რომ იქ უსაფრთხო იყოს გადაადგილება აბსოლუტურად",-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები